[EXCLUSIVE] კიტეიშვილი ნაკრებს ვეღარ დაეხმარება - ფეხბურთელი კლუბში ბრუნდება
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილისთვის სექტემბრის სანაკრებო პაუზა ნაადრევად დასრულდა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, კოსოვოსთან(0-1) წაგებულ მატჩში გამიზეზებული უკანა კუნთის ტრავმის გამო 25 წლის ნახევარმცველი "ჯვაროსნებს" ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ ვეღარ დაეხმარება. კიტეიშვილი კლუბში დაბრუნდება და გამოკვლევებს ჩაიტარებს.
ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა თავდაპირველად ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში მურას(2-0) წინააღმდეგ მიიღო, სადაც მწვრთნელს ცვლილების განხორციელება თხოვა. ამის შემდეგ იგი მაინც ჩამოვიდა ნაკრებში, საქართველოს დახმარების მიზნით, თუმცა კოსოვოსთან მატჩის მე-10 წუთზე მოედნის დატოვება მოუწია, იგი ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა.
საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან მატჩში ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძეც ვერ დაეხმარნენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან, ამხანაგური ეგიდით.