მამარდაშვილის აგენტი ესპანეთში დაიბარეს - ვალენსია ქართველს გამოისყიდის
ვალენსიამ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა.
ამის შესახებ გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA იუწყება და წერენ, რომ "ღამურებმა" სექტემბერში ფეხბურთელის აგენტი ვალენსიაში მოლაპარაკებების საწარმოებლად დაიბარეს.
ფეხბურთელის შეძენა ვალენსიას 1 მილიონ ევრომდე დაუჯდება, რაც დინამო თბილისს უნდა გადაუხადოს. წყაროს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა ვალენსიას კონტრაქტით 15 მილიონი ევრო გახდება.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მიმდინარე წლის ივნისში იჯარის წესით დინამო თბილისიდან შეუერთდა. ფეხბურთელმა "ღამურების" პირველ გუნდში უკვე 3 ოფიციალური მატჩი გამართა.