გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ს ბოლო ახალწვეულმა სათამაშო ნომერი შეარჩია

"პარი სენ ჟერმენმა" გუნდის ახალწვეული, ნუნუ მენდეში ოფიციალურად წარადგინა, რომელიც პარიზელთა ღირსებას 25-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
ფრანგულმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში დაადასტურა ლისაბონის "სპორტინგიდან" მენდეშის იჯარით დამატება, შემდგომი შესყიდვის უფლებით.
Transfermarkt-ის ვერსიით, 19 წლის მარცხენა მცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, აქამდე, "პსჟ"-ში 25-ნომრიანი მაისურით ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც მიტჩელ ბაკერი (19/20-20/21), ადრიენ რაბიო (12/13-18/19), ჟან-კრისტოფ ბაებეკი (11/12), ჟერომ როტენი (04/05-08/09) და სხვები არიან.
აღსანიშნავია, რომ გარდა მარცხენა მცველის პოზიციისა, ნუნუ მენდეშს მარცხენა ნახევარმცველად და მარცხენა გარემარბადაც შეუძლია თამაში.