ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ მირალემ პიანიჩი სხვა გუნდში იჯარით გაუშვა

ოფიციალურად: ბარსელონამ მირალემ პიანიჩი სხვა გუნდში იჯარით გაუშვა
თარიღი 03 Sep 2021, 21:49

"ბეშიქთაშმა" "ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი ინათხოვრა, იტყობინება თურქული კლუბის ოფიციალური საიტი.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, სტამბულელები ბოსნიელს ამ სეზონში 2,75 მილიონ ევროს გადაუხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მისი ხელფასის ნაწილს დაფარავენ.

პრესის ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" წლიურად დაახლოებით 10 მილიონს გამოიმუშავებს. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

პიანიჩი "ბარსას" 2020 წლის სექტემბერში ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა და კატალონიელთა მაისურით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბეშიქთაშის" ახალწვეულის სატრანსფერო ფასი ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.