კამავინგა: "ბავშვობიდან ვოცნებობდი რეალში ასპარეზობაზე, მოუთმენლად ველი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშს"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ედუარდო კამავინგამ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
"ბავშვობიდან ვოცნებობდი "რეალში" თამაშზე. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს", - ციტირებს ახალგაზრდა ფრანგის სიტყვებს AS.
"ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოცნება ხდება. მოუთმენლად ველი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მაყურებლის წინაშე თამაშს. ტრიბუნებზე შთამბეჭდავ სანახაობას ველოდები", - დასძინა კამავინგამ.
18 წლის ნახევარმცველი "რეალში" 2021 წლის 31 აგვისტოს "რენიდან" გადავიდა. ესპანურმა გრანდმა მის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაიხადა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, Transfermarkt-ის ვერსიით, კამავინგას სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.