ავტორიზაცია

"ინგლისური ენის შესწავლაში დამეხმარება", - საულ ნიგესმა ჩელსიდან ფეხბურთელი გამოარჩია

"ინგლისური ენის შესწავლაში დამეხმარება", - საულ ნიგესმა ჩელსიდან ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 03 სექ 2021, 22:27

"ჩელსის" ახალწვეულმა, საულ ნიგესმა განაცხადა, რომ "არისტოკრატთა" მეკარეს და მის თანამემამულეს, კეპა არისაბალაგას ადაპტაციის პროცესის დასაჩქარებლად მასთან ინგლისურად საუბარი სთხოვა.

"ენა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მინდა რაც შეიძლება სწრაფად ვისწავლო, რათა თანაგუნდელებთან კონტაქტი კომფორტული იყოს. "ატლეტიკოში" კირან ტრიპიერს ინგლისურად ველაპარაკებოდი, მაგრამ ჩემი ენა საკმარისად კარგი ჯერ არ არის", - აცხადებს 26 წლის ესპანელი.

"მნიშვნელოვანია, რომ "ჩელსიში" ესპანელი ფეხბურთელები არიან. სასიამოვნოა ასპილიკუეტასთან, მარკოს ალონსოსთან და კეპასთან ახლოს ყოფნა, განსაკუთრებით კეპასთან, ვისთანაც ჯერ კიდევ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული შეკრებებზე ერთ ოთახში ვცხოვრობდი".

"კეპას შეუძლია გარკვეულ შემთხვევებში დამეხმაროს, მაგრამ ვცდილობ ინგლისურად რაც შეიძლება ხშირად ვუპასუხო, თუმცა ეს ჩემთვის ძნელია", - ციტირებს "ჩელსის" ოფიციალური საიტი საულის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში "ატლეტიკოდან" აგვისტოს ბოლოს იჯარით გადავიდა. "ჩელსის" მისი კონტრაქტის შესყიდვის უფლება აქვს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ამჟამად საულ ნიგესის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.