ავტორიზაცია

"არსენალს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მივუძღვენი", - ვენგერი შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდა

"არსენალს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მივუძღვენი", - ვენგერი შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდა
თარიღი 03 Sep 2021, 23:06

"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ლონდონურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"71 წლის ვარ. "არსენალს" ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მივუძღვენი. ამჟამად კლუბი კარგ მდგომარეობაშია. რთული მატჩები ჰქონდათ, მაგრამ გუნდს პოტენციალი აქვს".

"იმედი მაქვს, სიტუაციის გამოსწორებას შეძლებენ. ამ დროისთვის, მე უბრალოდ გულშემატკივარი ვარ", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, ფრანგი სპეციალისტი "მეთოფეებს" 1996 ლიდან 2018 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერ ლიგა 3-ჯერ, ინგლისის თასი და სუპერთასი კი 7-7-ჯერ მოიგო.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში "არსენალმა" ინგლისის ჩემპიონატში პირველი სამი შეხვედრა წააგო.