ავტორიზაცია

ვიერი: "რონალდუს წასვლით იუვენტუსმა 25-30 გოლი დაკარგა, სერია ა-ს ახალი ფავორიტი ჰყავს"

ვიერი: "რონალდუს წასვლით იუვენტუსმა 25-30 გოლი დაკარგა, სერია ა-ს ახალი ფავორიტი ჰყავს"
თარიღი 03 Sep 2021, 23:42

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"რონალდუს წასვლამდე ვამბობდი, იტალიაში ყველაზე ძლიერი გუნდი "იუვენტუსი" იყო. ახლა კი ფავორიტი "ინტერია". კლუბმა 25-30 გოლი დაკარგა. ის ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ რონალდუ "იუვენტუსში" არცთუ ისე კარგი გახლდათ, ბედნიერები უნდა იყვნენ. თუმცა, მასზე უკეთესი ფორვარდი არ არსებობს".

"ვიღაცას მოუწევს ამდენი გოლის გატანა. არა მგონია, მოიზე კინს ეს შეეძლოს, მაგრამ თავის გამოსაჩენად მისთვის სეზონის მიცემა სამართლიანი იქნებოდა", - ციტირებს ვიერის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტურინიდან აბარგება 27 აგვისტოს დადასტურდა. "ემიუს" რიგებში იგი 2003 წლიდან 2009 წლამდეც ასპარეზობდა.

რონალდუს, რომელიც გასულ სეზონში 29 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, "ეშმაკუნებთან" ერთად ინგლისის ჩემპიონატი (3-ჯერ), ქვეყნს თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.