ავტორიზაცია

"დიდი მადლობა ედის ამ წარმოუდგენელი ჟესტისთვის", - რონალდუ 7-ნომრიან მაისურზე

"დიდი მადლობა ედის ამ წარმოუდგენელი ჟესტისთვის", - რონალდუ 7-ნომრიან მაისურზე
თარიღი 03 Sep 2021, 00:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფორვარდ ედინსონ კავანის მადლობა გადაუხადა, რომელიც მისთვის 7-ნომრიანი მაისურის დათმობას დათანხმდა, თავად კი 21 ნომერი იქნება.

"არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" კვლავ ამ ნომერს მივიღებდი, ასე რომ მინდა ედის ამ წარმოუდგენელი ჟესტისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - თქვა კრიშტიანუმ.

მოგეხსენებათ, კარიერის დიდი ნაწილი რონალდუს 7-ნომრიანი მაისურით აქვს გატარებული. 2003/04 წლების სეზონში შვიდიანი მას "ემიუში" ერგო. "რეალში" გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუმ 9-ანი აიღო, 2010/11 წლების სეზონში კი კვლავ შვიდიანი დაისაკუთრა და მთელი ეს წლები ამ ნომრით ასპარეზობდა.

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუს 7, 10 და 17 ნომრებით უთამაშია.

ცნობისთვის, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა.