ავტორიზაცია

"რონალდუ თავის დროზე არსენალში უნდა გადასულიყო, მაგრამ ფერგიუსონმა წამართვა", - ვენგერი დეტალებს იხსენებს

"რონალდუ თავის დროზე არსენალში უნდა გადასულიყო, მაგრამ ფერგიუსონმა წამართვა", - ვენგერი დეტალებს იხსენებს
თარიღი 04 სექ 2021, 00:07

"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ამას უფრო ემოციური მიზეზები აქვს, ვიდრე საფეხბურთო. არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება 100%-ით რაციონალურია. გუნდში ბალანსის პოვნა - დიდი პრობლემაა. გამოცდილი ფეხბურთელები ჯერ კიდევ ბევრ გოლს იტანენ".

"ჩემი აზრით, ალექს ფერგიუსონმა ამაში დიდი როლი ითამაშა. რონალდუ თავის დროზე "არსენალში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ფერგიუსონმა წამართვა. ახლა კი ეს "სიტის" გაუკეთა"

"რონალდუ "არსენალის" მაისურით ჩვენს სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდა. მაგრამ სერ ალექსის დამხმარემ, კარლუშ კეირუშმა იგი 18 წლის რონალდუს ყიდვაში დაარწმუნა".

"ჩვენ მხოლოდ ოთხი მილიონი ევროს გადახდა შეგვეძლო. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი 12 მილიონი გადაიხადა", - განაცხადა ვენგერმა Bild-თან საუბრისას.