ლუკ დე იონგმა ბარსელონაში გადასვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"ბარსელონას" ახალწვეულმა, ლუკ დე იონგმა "სევილიადან" კატალონიურ გრანდში იჯარის წესით გადასვლის შესახებ ისაუბრა.
"ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, შესანიშნავი შესაძლებლობა. მსოფლიოს უდიდეს კლუბში თამაში წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, გუნდს და გულშემატკივრებს გავახარებ, "ბარსაში" ჩემი თვისებების წარმოჩენას შევძლებ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება".
"კუმანთან ჰოლანდიის ნაკრებში ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ბევრჯერ გვისაუბრია ტაქტიკასა და სხვა საფეხბურთო რაღაცაზე".
"ჩემთვის კუმანი ძალიან კარგი მწვრთნელია, ჩემი და ჩემი თვისებების სჯერა. "ბარსაში" წასვლა და კვლავ მასთან ერთად მუშაობა - განსაკუთრებული მოვლენაა".
"თქვა, რომ ახალი ტიპის თავდამსხმელი სჭირდებოდა. იცის ჩემი თვისებები", - ციტირებს დე იონგის სიტყვებს Mundo Deportivo.