ტრანსფერები არ ჩაიშალა! გრიზმანი ატლეტიკოშია, ლუკ დე იონგი - ბარსელონაში
მცირე გაუგებრობის შემდეგ, ყველაფერი მოგვარდა.
ანტუან გრიზმანის ტრანსფერი „ატლეტიკო მადრიდში“, ლუკ დე იონგის „ბარსელონაში“ გადაწყვეტილია - კლუბებს და ფეხბურთელებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მხარებმა საბოლოო საბუთების ლა ლიგაში გადაგზავნა ვერ მოახერხეს და ტრანსფერები დომინის ეფექტით უნდა ჩაშლილიყო.
თუმცა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მხარეებმა ყველაფერი დროულად მოასწრეს.
ამრიგად, ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ ბრუნდება, ლუკ დე იონგი „ბარსელონაში“ ითამაშებს, საულ ნიგესი კი - „ჩელსიში“.