ავტორიზაცია

რუბინმა ბევრი მოითხოვა — ცნობილი გახდა, თუ რატომ ჩამოშორდა მილანი კვარაცხელიასთვის ბრძოლას

რუბინმა ბევრი მოითხოვა — ცნობილი გახდა, თუ რატომ ჩამოშორდა მილანი კვარაცხელიასთვის ბრძოლას
თარიღი 04 Sep 2021, 01:29

ცნობილი გახდა, თუ რატომ არ გამართა "მილანმა" ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, საქართველოს ნაკრების 20 წლის ამომავალი ვარსკვლავი "როსონერის" სიაში გახლდათ, თუმცა მილანელთა დირექტორებმა, პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ შეთავაზების გაკეთება არ ისურვეს.

ეს გადაწყვეტილება "რუბინის" ფინანსური მოთხოვნების გამო იქნა მიღებული, რომელმაც კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება მოისურვა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ რუსეთის ჩემპიონატში ყაზანელთა მაისურით 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 18 მილიონს შეადგენს.