ავტორიზაცია

"L ზომის მაისური მოვირგე, შემდეგ ჯერზე M ზომას მოვითხოვ", - ნეიმარი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ ეჭვებზე

"L ზომის მაისური მოვირგე, შემდეგ ჯერზე M ზომას მოვითხოვ", - ნეიმარი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ ეჭვებზე
თარიღი 04 სექ 2021, 01:46

"პსჟ"-სა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი გულშემატკივართა ეჭვებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ჭარბი წონა აქვს.

"კარგად ვითამაშეთ? არა. გავიმარჯვეთ? დიახ! სხვა არაფერი გვაღელვებს!", - წერს 29 წლის სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

"P.S L ზომის მაისური მოვირგე. წონასთან დაკავშირებით, ყველაფერი რიგზე მაქვს. შემდეგ ჯერზე M ზომას მოვითხოვ", - დასძინა ნეიმარმა.

მოგეხსენებათ, 3 სექტემბრის ღამეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ბრაზილიამ ჩილე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ნეიმარმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

იხილეთ ფოტოები