VIDEO: ბრაზილიის მე-7 მოგება 7 მატჩში! - ევერტონის გოლით ამჯერად ჩილე დაეცა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ესტუმრა ჩილეს და მოწინააღმდეგე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (0:1).
"სელესაოს" მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ევერტონ რიბეირომ, რომელმაც ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ "ყვითლებმა" შვიდ შეხვედრაში შვიდი მოგება მოიპოვეს, რაც 100%-იანი შედეგია.