ავტორიზაცია

"იქნებ ფოტოგრაფმა სთხოვა", - ჟერომ ბოატენგმა დავიდ ალაბა კრიტიკოსებისგან დაიცვა

"იქნებ ფოტოგრაფმა სთხოვა", - ჟერომ ბოატენგმა დავიდ ალაბა კრიტიკოსებისგან დაიცვა
თარიღი 04 Sep 2021, 17:38

„ლიონის“ მცველმა ჟერომ ბოატენგმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი, დავიდ ალაბა კრიტიკისგან დაიცვა.

ავსტრიელი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებმა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან „რეალში“ პრეზენტაციაზე მადრიდული გუნდის გერბს აკოცა. ამის შესახებ მიუნხენური გუნდის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს უცნაური დასანახი იყო.

„ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია დავიდისთვის „ბაიერნი“. ის, რაც მან გააკეთა, აშკარად გამოწვეულია გარემოებებით, ან შეიძლება ამის გაკეთება ფოტოგრაფმა სთხოვა.

ზუსტად არავინ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია და ამის გამო ხმაურის შექმნა საჭირო არ არის.

ჩემთვის „ლიონი“ ახლა ახალი გამოწვევაა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რომ „ბაიერნში“ ათი წელი გავატარე. ყველაფერი ახლიდან იწყება. იმედია, „ლიონში“ რაიმე გამომივა და ამ კლუბშიც წარმატებას მივაღწევ.“ - ციტირებს ბოატენგის სიტყვებს Sport1.de.