ავტორიზაცია

ცნობილი გახდა დე იონგის იჯარის დეტალები — რაზე შეთანხმდნენ სევილია და ბარსელონა?

ცნობილი გახდა დე იონგის იჯარის დეტალები — რაზე შეთანხმდნენ სევილია და ბარსელონა?
თარიღი 04 სექ 2021, 21:07

ცნობილი გახდა თავდამსხმელ ლუკ დე იონგის "სევილიადან" "ბარსელონაში" გადასვლის დეტალები, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ჰოლანდიელის ერთწლიან იჯარაში ერთ მილიონ ევროს გადაიხდიან.

ამასთანავე, როგორც აღინიშნება, კატალონიური გრანდი 31 წლის თავდამსხმელის ხელფასს ამ დროის განმავლობაში სრულად დაფარავს.

კლუბებს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსას" დე იონგის შესყიდვის უფლება აქვს.

გასულ სეზონში ჰოლანდიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "სევილიას" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.