ავტორიზაცია

"პეპი შენს გონებას აფართოებს", - რეინამ ბაიერნის რიგებში გვარდიოლასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა

"პეპი შენს გონებას აფართოებს", - რეინამ ბაიერნის რიგებში გვარდიოლასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა
თარიღი 04 Sep 2021, 22:55

"ლაციოს" გოლკიპერმა, ხოსე რეინამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა 2014/15 წლების სეზონში "ბაიერნში" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში.

"როცა მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ამის ინტერპრეტაციაში გეხმარებოდა", - აცხადებს 39 წლის ესპანელი გოლკიპერი.

"პრაქტიკულად გაიძულებდა მოწინააღმდეგის იმ ფეხბურთელთა დათვლას, რომლებიც პრესინგზე იყვნენ გადმოსულნი, რათა გაგეგო, როგორ შეგეძლო თამაში, ჰქონდა თუ არა განაღდებული მეკარეს უპირატესობა".

"თუ სიტუაცია ერთი-ერთზე იყო - ანუ მეტოქემ უკან სივრცე დატოვა. თუ სიტუაცია სამი-სამზე გახლდათ, სხვა ტიპის გადაცემის დახმარებით უნდა ისარგებლო, გრძელი გადაცემით".

"პეპი შენს გონებას აფართოებს", - დასძინა რეინამ ესპანურ გამოცემა Marca-სთან საუბრისას.