ავტორიზაცია

მალე გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს - როდის დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია?

მალე გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს - როდის დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია?
თარიღი 05 სექ 2021, 10:18

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოედანს მალე დაუბრუნდება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 20 წლის ნახევარმცველი 3-4 დღეში რუბინში გუნდთან ერთადაც განაახლებს ვარჯიშს, მანამდე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, რის გამოც სექტემბრის სანაკრებო მატჩებიც გამოტოვა.

ხვიჩა კვარაცხელიას უკანა კუნთის სპაზმი ჰქონდა. აპრილში მან აღნიშნულ ნაწილში ტრავმა მიიღო, თუმცა ახლა საქმე დაზიანებასთან არ გვქონია. აგვისტოში, რაკუვთან 115 წუთის თამაშის შემდეგ, მას კრილია სოვეტოვთან არ უნდა ეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში ლეონიდ სლუცკიმ მაინც ჩართო საქმეში, რის გამოც ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ხვიჩამ უკანა კუნთის სპაზმი მიიღო.

13 სექტემბერს რუბინი რუსული პრემიერლიგის მე-7 ტურში ურალთან ითამაშებს და აღნიშნული გრაფიკით, რომელიც ხვიჩას გუნდთან ერთად ვარჯიშს 3-4 დღეში ითვალისწინებს, კვარაცხელია ეკატერინბურგელების წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.