ავტორიზაცია

ლუკაკუ: "არასდროს, უბრალოდ არასდროს არ შემადაროთ კრიშტიანუ რონალდუს"

ლუკაკუ: "არასდროს, უბრალოდ არასდროს არ შემადაროთ კრიშტიანუ რონალდუს"
თარიღი 05 სექ 2021, 10:22

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ითხოვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს არასდროს შეადარონ.

„არასდროს არ შემადაროთ კრიშტიანუ რონალდუს, არასდროს. რონალდუ ჩემთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის, თუმცა რომელიმე კონკრეტულ ადგილას მის დაყენებას არ ვაპირებ.

ის, რასაც მან ფეხბურთში მიაღწია, ჩემი თაობის ფეხბურთელებისთვის გასაოცარია. გამიმართლა, რომ მის წინააღმდეგ იტალიაში ვითამაშე, ახლა კი, როცა ისიც პრემიერ ლიგაში დაბრუნდა, ეს ჩემპიონატს ნამდვილად წაადგება.

სხვა მხრივ კი, სტატისტიკის შედარება და მსგავსი რაღაცები უბრალოდ უაზრობაა.“ - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს რონალდუ „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, რომელუ ლუკაკუ კი „ინტერიდან“ – „ჩელსიში“.