აზარი: "რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, მე რეალში ძალიან ბედნიერი ვარ"
მადრიდის „რეალის“ შემტევმა ედენ აზარმა, გუნდში საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ბევრი არ მითამაშია და ვერც გოლები გამქონდა, მაგრამ ეს კლუბისადმი ჩემ მიჯაჭვულობაზე არ ისახება. მადრიდში ბედნიერი ვარ და იქაური ცხოვრება ძალიან მომწონს.
სიტუაცია კორონავირუსის, ტრავმებისა და სხვა დანარჩენის გამო აირია. ფეხბურთელი ბედნიერია, როცა სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ უფრო ადვილია ბედნიერი იყო, როცა გოლებიც გაგაქვს.
შეგიძლიათ თქვათ რაც გინდათ, მაგრამ მე ნამდვილად ბედნიერი ვარ. როცა გოლს ვიტან, ვიღიმი და ყველა ამბობს, რომ როგორც იქნა, მე ისევ ბედნიერი ვარ, მაგრამ მე ამის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს.
უბრალოდ, სათამაშო წუთები და შესაბამისად გოლები მაკლია, მხოლოდ ეს.“ - ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.com.
ახალ სეზონში აზარმა „რეალის“ მაისურით 2 მატჩში ითამაშა (ერთი სასტარტოდან) და ერთი საგოლე პასი მიითვალა.