ავტორიზაცია

სერხიო აგუერომ აღიარა, თუ რატომ თქვა უარი ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის აღებაზე

სერხიო აგუერომ აღიარა, თუ რატომ თქვა უარი ბარსელონაში 10-ნომრიანი მაისურის აღებაზე
თარიღი 05 Sep 2021, 11:02

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ, აღიარა, რომ გუნდმა მას 10-ნომრიანი მაისურის აღება შესთავაზა, თუმცა უარი თქვა და მიზეზიც განმარტა.

როგორც იცით, „ბარსასთვის“ ეს ლეგენდარული ნომერი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლეო მესიმ გუნდთან კონტრაქტი ვერ გაახანგრძლივა და „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

„10-ნომრიანი მაისური შემომთავაზეს, მაგრამ ის მესის პატივისცემის გამო არ ავიღე.“ - მოკლედ უპასუხა ჟურნალისტს არგენტინელმა თავდამსხმელმა.

საბოლოოდ, აგუერო 19-ნომრიან მაისურს დასჯერდა, „ბარსას“ ახალი ათიანი კი 18 წლის ანსუ ფატი იქნება.

კუნ აგუერო „ბარსელონას“ ფეხბურთელი ამ ზაფხულს გახდა, როცა „სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „ბარსაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

სეზონის საწყის რამდენიმე თვეს თავდამსხმელი ტრავმის გამო ტოვებს.