"რიბერიმ მომწერა", - ჟერომ ბოატენგმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნის ლიონზე შეჩერება
„ლიონის“ ახალწვეულმა ჟერომ ბოატენგმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნის შეჩერება სწორედ ამ ფრანგულ გუნდზე.
„ახალი კლუბის იდეა დიდად არ მაღელვებდა. საკუთარ თავს ვკითხე: რომელი კლუბი ავირჩიო? ასეთ საკითხებში ინტუიციას ვენდობი ხოლმე. „ლიონის“ საკითხიც ასე იყო.
კლუბი, პროექტი და მთავარი მწვრთნელის, პიტერ ბოშის იდეები მომწონს. რამდენიმე პროდუქტიული საუბარიც გვქონდა.
ფრანკ რიბერიმ მომწერა შეტყობინება, რომელშიც მითხრა, რომ „ლიონი“ შესანიშნავი ფრანგული გუნდია და ის ჩემს გამო ბედნიერია. ჰანსი ფლიკმა მითხრა, რომ „ლიონი“ - კარგი საერთაშორისო დონის კლუბია და ბედნიერი იქნება, თუ ტრანსფერი შედგება.
მან ისიც დაამატა, რომ გადაწყვეტილება მე მხოლოდ პირადად უნდა მივიღო, საკუთარ ინტუიციასა და გულის კარნახზე დაყრდნობით.
გუნდის ლიდერის როლს ვერგები, მაგრამ არ მინდა გასახდელში შესვლა და თქმა: „გამარჯობა ბიჭებო, თქვენი ბოსი მოვიდა.“ ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ გამესაუბრონ, მე კი გუნდსა და მწვრთნელს შორის დამაკავშირებელი ვიქნები. მინდა, აქ ხალხს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.
მსურს, „ლიონს“ ის გამარჯვებულის მენტალიტეტი გადავცე, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე დამიგროვდა.“ - ციტირებს ბოატენგის სიტყვებს Sport1.de.
გერმანელი მცველი „ბაიერნში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა, ზაფხულში კი გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და „ლიონში“ უფასოდ გადავიდა.