ავტორიზაცია

კახელები ძლიერდებიან - თელავმა უკრაინის ჩემპიონატიდან ქართველი ლეგიონერი დაიმატა

კახელები ძლიერდებიან - თელავმა უკრაინის ჩემპიონატიდან ქართველი ლეგიონერი დაიმატა
თარიღი 05 სექ 2021, 19:55

რამდენიმე კვირის წინ, ექსკლუზიურად გაცნობეთ, რომ "თელავმა" ბრაზილიელი შემტევი ნათან ჯუნიორი დაიმატა.

ჩვენივე ინფორმაციით, თელაველებმა უკრაინის ჩემპიონატიდან ქართველი ლეგიონერი დაიმატეს.

23 წლის შემტევი თემურ ჩოგაძე "თელავთან" ერთად ვარჯიშობს და მალე გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩოგაძე უკრაინულ "ოლიმპიკში" თამაშობდა, სადაც 19 მატჩი ჩაატარა.

მას საქართველოს ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს - უთამაშია "საბურთალოში", "დინამო ბათუმში", "რუსთავსა" და "ტორპედოში."