სალაჰი ზღაპრულ ხელფასს ითხოვს — რამდენის გამომუშავება სურს ეგვიპტელს ლივერპულში?
"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობას მოთხოვნა წაუყენა.
29 წლის ეგვიპტელს ახალი ხელშეკრულების მიხედვით კვირაში ხელფასის სახით 500 ათასი ფუნტის გამომუშავება სურს, წერენ ბრიტანულ პრესაში.
ამჟამად სალაჰი 200 ათასს იღებს და თუ ზემოთაღნიშნულ პირობას დაუკმაყოფილებენ, "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
მიმდინარე სეზონში მერსისაიდელთა ლიდერმა პრემიერ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, სალაჰს "ლივერპულთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.