"ლივერპულს სალაჰის გაყიდვას ვურჩევ", - ტოტენჰემის ყოფილი მეკარე
ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა "ლივერპულს" მოჰამედ სალაჰის სასწრაფოდ გაყიდვისკენ მოუწოდა:
"კოუტინიოს გაყიდვის წინ, იყო აურზაური, თუმცა ლივერპული მისი გასხვისებით მოგებული დარჩა. იგივე ხდება სალაჰის მიმართებაშიც.
კლუბს შეუძლია მისი გაყიდვა, მიღებული ფულის კი შემადგენლობაში ინვესტირება. ეს უნდა მოხდეს ახლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფასოდ წავა.
ეგვიპტელ თავდამსხმელს ემატება ასაკი, აკლდება ფასი, ახლოს არის კონტრაქტის ამოწურვა - ასეთ ვითარებაში ფულს მასში არავინ გადაიხდის".
ევროპული პრესა ამტკიცებს საპირისპიროს - მერსისაიდელები თავიანთ ფორვარდს შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს, ტრანსფერზე კი ბობი ფირმინო დადგება.