ავტორიზაცია

"ასეთი ფენომენი ფეხბურთს ჯერ არ ჰყოლია", - ხაბიბმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

"ასეთი ფენომენი ფეხბურთს ჯერ არ ჰყოლია", - ხაბიბმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 05 სექ 2021, 21:33

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ მიიჩნევს კრიშტიანუ რონალდუს ლიონელ მესიზე დიდ ფეხბურთელად.

— ფიქრობთ, რომ რონალდუ მესიზე მაგარია?

— დიახ, ასე ვფიქრობ.

— და რატომ?

— მესიც ძალიან კარგად თამაშობს - ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემი აზრით, თამაშში დაახლოებით თანაბრები არიან. თუმცა, კრიშტიანუს უფრო მეტი ქარიზმა აქვს.

— ვფიქრობ, მესი დაახლოებით 12 წელია პიკშია, კრიშტიანუ კი - 17. შეგიძლიათ სხვადასხვა გზით იმსჯელოთ. არიან ადამიანები, რომლებიც მესისა და რონალდუს, "რეალსა" და "ბარსას", მერსედესსა და ბმვ-ს ადარებენ. ჩემი პირადი აზრით, კრიშტიანუ უფრო მაგარია. ასეთი ფენომენი ფეხბურთს ჯერ არ ჰყოლია.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადავიდა, 36 წლის პორტუგალიელი კი "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩაირიცხა.