ავტორიზაცია

"მითხრა, რომ იტალიაში მოიწყინა", - ხაბიბმა რონალდუსთან მიმოწერაზე ისაუბრა

"მითხრა, რომ იტალიაში მოიწყინა", - ხაბიბმა რონალდუსთან მიმოწერაზე ისაუბრა
თარიღი 05 სექ 2021, 13:02

UFC-ს მსუბუქი წონის ექს-ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

„როგორ მომიყვა რონალდუ „მანჩესტერში“ დაბრუნების შესახებ? პირადი შეტყობინებების გამხელას არ ვისურვებდი...

მან მითხრა, რომ იტალიაში მოიწყინა და ინგლისში სურს დაბრუნება. მეც არ ვარ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი, ინგლისური კი შემიძლია საერთოდ არ გადავრთო. იქ ნებისმიერი გუნდი სანახაობას იძლევა.“ - ციტირებს ნურმაგომედოვის სიტყვებს Sport24.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებშ ასპარეზობდა, სადაც ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა, რომელშიც კარიერას იწყებდა.

შემდეგ მის კარიერაში იყო მადრიდის „რეალი“ 2009-2018 და „იუვენტუსი“ 2018-2021.