ავტორიზაცია

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფეხბურთის ისტორიაში 3 ყველაზე გიჟური მატჩი დაასახელა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფეხბურთის ისტორიაში 3 ყველაზე გიჟური მატჩი დაასახელა
თარიღი 05 სექ 2021, 21:54

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ საფეხბურთო მატჩებს მიიჩნევს საუკეთესოდ მათ შორის, რაც მას უნახავს.

— ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გიჟურ მატჩად "მანჩესტერისა" და "რეალის" მეოთხედფინალი დაასახელეთ, რომელიც 4:3 დასრულდა.

— დიახ.

— რომელ მატჩებს შეიყვანდით ტოპ-სამეულში?

— "ლივერპული" - "მილანი" 2005 წელს. ზღვაზე ვუყურე, დიდ ეკრანზე. "მანჩესტერი" - "რეალი" 2003 წელს. აგრეთვე, ჩემთვის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, როცა საფრანგეთი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ზიდანმა კი წითელი ბარათი მიიღო.

მოგეხსენებათ, აქამდე, რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის საუკეთესოდ პორტუგალიელს მიიჩნევს.