ავტორიზაცია

არაამქვეყნიური ციფრები — პსჟ-მ ნეიმარის ტრანსფერსა და ხელფასში თითქმის ნახევარი მილიარდი დახარჯა

არაამქვეყნიური ციფრები — პსჟ-მ ნეიმარის ტრანსფერსა და ხელფასში თითქმის ნახევარი მილიარდი დახარჯა
თარიღი 05 სექ 2021, 22:03

"პსჟ"-მ თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერში და მის ხელფასში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო დახარჯა, იტყობინება El Mundo.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად აღწერს 29 წლის ბრაზილიელის თაობაზე პარიზელთა გარიგებას. მთლიანმა თანხამ 489 228 117 ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, ნეიმარი "პსჟ"-ში "ბარსელონადან" 2017 წელს გადავიდა. კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 222 მილიონი მიიღეს.

სამხრეთამერიკელმა სუპერვარსკვლავმა პარიზელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც წლიური ხელფასი 43 334 000 ევროა. ამავდროულად, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა ერთგულების ბონუსი - 50 556 117 ევრო.

ცნობისთვის, ამჟამად ნეიმარს "პარი სენ ჟერმენთან" ასეთივე ეკონომიკური პირობებით მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლამდე აკავშირებს.

"L ზომის მაისური მოვირგე, შემდეგ ჯერზე M ზომას მოვითხოვ", - ნეიმარი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ ეჭვებზე