ავტორიზაცია

ბეილი: "ამჟამინდელ რეალში თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვთამაშობ და ბედნიერი ვარ"

ბეილი: "ამჟამინდელ რეალში თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვთამაშობ და ბედნიერი ვარ"
თარიღი 05 სექ 2021, 23:08

"რეალის" თავდამსხმელ გარეტ ბეილის განცხადებით, მადრიდულ გრანდში თავს კომფორტულად გრძნობს.

"ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრებში ასპარეზობით დავამტკიცე, რომ "ტოტენჰემში" გატარებული პერიოდი დამეხმარა. ამ სეზონში ამას "რეალში" გამოვიყენებ, ახლა აქ ჩემთვის ბევრად კომფორტული ატმოსფეროა".

"ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით, რომ იმ ადგილას მოხვედრით, სადაც ფსიქოლოგიურად თავს კომფორტულად გრძნობს, ფიზიკურადაც უკეთესად გამოიყურება და უკეთესად ასპარეზობს. ახლა ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. ამჟამინდელ "რეალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ".

"კარლო ანჩელოტისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ერთნაირია: შემადგენლობაში მოსახვედრად კარგად თამაშია საჭირო. წინასასეზონო მზადებამ კარგად ჩაიარა და სეზონი კარგად დავიწყე. ყველაფერი მარტივადაა - მხოლოდ კარგად თამაშია საჭირო და სწრაფადვე სხვანაირად აღგიქვამენ", - ციტირებს ბეილის სიტყვებს Marca.

გასულ სეზონში 32 წლის უელსელმა იჯარით "ტოტენჰემში" იასპარეზა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი შეაგდო და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.