"მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა", - ალექსანდერ-არნოლდმა სტერლინგს თავისი კუმირი უწოდა
ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა თანამემამულე რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა.
"შესანიშნავია იმის ხილვა, თუ როგორ გარდაისახა რაჰიმი ბიჭიდან კაცად. სტერლინგი ჩვენს ქვეყანაში ყველასათვის კუმირია. ჩემთვისაც, რა თქმა უნდა".
"რაჰიმი მსოფლიო დონის ფეხბურთელად იქცა, საოცარი ადამიანია", - ციტირებს ტრენტის სიტყვებს The Guardian.
2021/22 წლების სეზონში 26 წლის სტერლინგმა "მანჩესტერ სიტის" რიგებში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
აგრეთვე, შეგახსენებთ, "ქალაქელთა" შემტევმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით უნგრეთთან (4:0) გამართულ შეხვედრაში მეტოქის კარის აღება მოახერხა.