კრიშტიანუ რონალდუმ გაყიდული მაისურების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ "იუვენტუსიდან" ნაყიდი თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ კლუბის ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
ამის შემდეგ, United Mirror-მა, "ეშმაკუნების" ატრიბუტიკის ოფიციალურმა ონლაინ-მაღაზიამ, უპრეცედენტო ოდენობის შეკვეთა მიიღო, წერს Daily Mirror.
პირველ დღესვე "იუნაიტედმა" ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ერთი ონლაინ-მაღაზიისთვის დღის განმავლობაში გაყიდული სპორტული ატრიბუტიკის რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
პორტალ LovetheSales.com-ის ინფორმაციით, "მანჩესტერის" მაღაზიამ რონალდუს 7-ნომრიან მაისურზე თითქმის 400 ათასი შეკვეთა მიიღო.
ზოგიერთ გულშემატკივარს, რომელმაც კრიშტიანუს მაისური ონლაინ შეუკვეთა, შეატყობინეს, რომ შეკვეთას ოქტომბერში მიაწვდიან.