ნეიმარისა და მესის იდენტური რეაქცია ბრაზილიისა და არგენტინის მატჩში მომხდარ სკანდალზე
მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების მატჩი ჩაიშალა.
სასტარტო სასტვენიდან 4 წუთში თამაში სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლებისა და პოლიციის გამოჩენის გამო შეჩერდა. არგენტინელებმა მოედანი დატოვეს.
სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე - "ასტონ ვილა"), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე - "ტოტენჰემი") ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.
ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოთაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, Anvisa-მ პოლიციას სასტუმროში ამ ფეხბურთელების დაკავებისკენ, შემდეგ კი მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდა. თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენისას ოთხივე მათგანი უკვე ავტობუსში ისხდა და სტადიონისკენ მიემართებოდა.
ბრაზილიური და არგენტინული გუნდის ლიდერებს, ნეიმარსა და ლიონელ მესის მოედანზე შექმნილ ვითარებაზე პრაქტიკულად იდენტური რეაქცია ჰქონდათ.