ავტორიზაცია

კონმებოლი ბრაზილიისა და არგენტინის მატჩში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

კონმებოლი ბრაზილიისა და არგენტინის მატჩში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
თარიღი 06 სექ 2021, 01:22

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლი) 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიისა და არგენტინის მატჩში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების მე-4 წუთზევე "ალბისელესტეს" ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს.

"2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბრაზილიასა და არგენტინას შორის შეჩერდა, რადგან სტადიონზე ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. შეხვედრა შეწყდა და მანამ არ გაგრძელდება, სანამ სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მოედანზე იქნებიან".

"არბიტრი და მატჩის კომისარი ფიფას სადისციპლინო კომიტეტს ანგარიშს წარუდგენენ, რომელიც შემდგომ მოქმედებას განსაზღვრავს. ეს პროცედურები მკაცრად შეესაბამება მოქმედ რეგულაციებს".

"მუნდიალის შესარჩევი მატჩები ფიფას შეჯიბრია. ყველა გადაწყვეტილება, მის ორგანიზაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებით, ამ დაწესებულების ექსკლუზიურ კომპეტენციაშია", - წერია განცხადებაში.