ავტორიზაცია

VIDEO: "ეს მცირე მისასალმებელი საჩუქარია ჩემგან", - ლინგარდმა გოლი რონალდუს სტილში აღნიშნა

VIDEO: "ეს მცირე მისასალმებელი საჩუქარია ჩემგან", - ლინგარდმა გოლი რონალდუს სტილში აღნიშნა
თარიღი 06 სექ 2021, 11:10

„მან.იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა ანდორას კარში გატანილი გოლი გუშინ კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა.

ვიდეო: 

„მეისონ მაუნტთან ერთად ვფიქრობდი, როგორ უნდა აგვეღნიშნა გოლები, თუ დღეს გავიტანდით. გადავწყვიტე, ჩემი და კრიშტიანუს აღნიშვნები შევურიო ერთმანეთს. ეს პატარა მისასალმებელი საჩუქარია ჩემგან. დარწმუნებული ვარ, ის გუნდს ძალიან მალე მოერგება და ამ სეზონშივე დაგვეხმარება.

საკუთარი ქვეყნის მაისურით გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ასეთი მომენტები დაუვიწყარია და რა თქმა უნდა, ამაში ჩემი თანაგუნდელებიც დამეხმარნენ.“ - ციტირებს ლინგარდის სიტყვებს Metro.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და ანდორას მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 4:0 დასრულდა.