ავტორიზაცია

ვან დე ბეკის აგენტი: "ჩვენთვის რონალდუს გადმოსვლა ძალიან ცუდი ამბავია"

ვან დე ბეკის აგენტი: "ჩვენთვის რონალდუს გადმოსვლა ძალიან ცუდი ამბავია"
თარიღი 06 სექ 2021, 10:58

„მან იუნაიტედის“ ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეკის აგენტმა, გიდო ალბერსმა გუნდში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე ისაუბრა.

„კრიშტიანუ გუნდში პარასკევს ჩამოვიდა. მივხვდით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ამბავია. პოგბა მარცხნიდან თამაშობს, მაგრამ კრიშტიანუს გადმოსვლა ნიშნავს, რომ ნახევარდაცვაში ერთი ადამიანი დაემატება და პოლი თავისი ამჟამინდელი პოზიციიდან წავა.

ჩვენ სოლსკიაერთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გვქონდა. ჩვენ ინიციატივა გამოვიცინეთ და ახალი გუნდის ძიება დავიწყეთ, საბოლოოდ არჩევანი „ევერტონზე“ შეჩერდა. თუმცა, დედლაინის წინ, ჩვენ სოლსკიაერმა და „ემიუს“ წარმომადგენლებმა დაგვირეკეს.

გვითხრეს, რომ ტრანსფერი არ განიხილება და დონი ვარჯიშზე დილით უნდა გამოცხადდეს. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დონი არ არის ინგლისის თასის, ლიგის ან მსგავსი ტურნირების მოთამაშე.

ის გუნდში პრემიერ ლიგაში სათამაშოდ გადმოვიდა. ახლა სოლსკიაერთან ყველაფერი გავარკვიეთ და ველით, რომ დონი საკუთარ შანსს აუცილებლად მიიღებს.“ - ციტირებს აგენტის სიტყვებს Ziggo Sport.