ავტორიზაცია

მანჩინი: "ერთ-ერთი ის მატჩი იყო, როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა"

მანჩინი: "ერთ-ერთი ის მატჩი იყო, როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა"
თარიღი 06 სექ 2021, 11:16

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან ფრედ, 0:0 დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ ევრო 2020-ზე შეხვდნენ და მაშინ იტალიამ 3:0 იმარჯვა, ახლა კი მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ შეძლო.

„ეს ერთ-ერთი ის მატჩი იყო, როცა ბურთს კარში შესვლა უბრალოდ არ უნდოდა. მოსაგებად კვლავაც საკმარისზე მეტი მომენტი შევქმენით.

აქ საქმე მაინც და მაინც გამოუყენებელ პენალტზეც არ არის, მატჩის სხვა ეპიზოდებზე ვლაპარაკობ. უფრო მეტად ეფექტურები და ზუსტები უნდა ვიყოთ, იგივე იყო ბულგარეთთან მატჩიც.

არ შეიძლება მატჩის მოგებამდე ვერ მიიყვანო საქმე, როცა ამდენი საგოლე მომენტი შექმენი.

მეორე ტაიმი უფრო რთული გამოვიდა, მაგრამ შანსები მაშინაც გვქონდა. ესეიგი, გუნდმა კარგად ითამაშა.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.