ავტორიზაცია

პსჟ ნეიმარს კოლოსალურ თანხებს უხდის იმაშიც კი, რომ ბრაზილიელი პუნქტუალური და ზრდილობიანი იყოს

პსჟ ნეიმარს კოლოსალურ თანხებს უხდის იმაშიც კი, რომ ბრაზილიელი პუნქტუალური და ზრდილობიანი იყოს
თარიღი 06 სექ 2021, 11:46

გამოცემა Marca ნეიმარის „პსჟ-ში“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროვებას აგრძელებს.

კერძოდ, გაიხსნა პუნქტი, რომლის თანახმადაც, ბრაზილიელი პარიზში მეგობრულად და დადებითად უნდა იქცეოდეს. გარდა ამისა, უნდა იყოს პუნქტუალური და გულშემატკივრებთან გახსნილიც.

ამისთვის, ბრაზილიელი შემტევი წელიწადში დამატებით 6.5 მილიონ ევროს იღებს.

კონტრაქტი ასევე შეიცავს აკრძალვებსაც - კერძოდ, ნეიმარს კლუბის გადაწყვეტილებების საჯაროდ გაკრიტიკება ეკრძალება, ასევე მატჩებამდე და მატჩების შემდეგ გულშემატკივრებთან მისალმებაც ევალება.

ნეიმარს აკრძალული აქვს, საჯაროდ რაიმე სახის ნეგატიური განცხადებები გააკეთოს „პსჟ-ს“ ქომაგების ან თანამშრომლების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს ნეიმარმა „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ის გუნდში 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მლნ ევროდ გადავიდა, ეს დღემდე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.