ავტორიზაცია

"პირლომ და სარიმ იუვენტუსი დაანგრიეს", - იტალიელი ჟურნალისტი

"პირლომ და სარიმ იუვენტუსი დაანგრიეს", - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 06 სექ 2021, 16:22

ცნობილმა ჟურნალისტმა, მარიო სკონცერტიმ გააკრიტიკა ტურინის "იუვენტუსი", რომელსაც მისი აზრით, ჯერ კიდევ აქვს ის პრობლემები, რომელიც კლუბს გასულ წლებში ჰქონდა.

"მიმაჩნია, რომ იუვენტუსი არის იტალიის უძლიერესი გუნდი, თუმცა არა პრობლემების გარეშე. ტურინელებს ბევრი უკლიათ ისეთ გუნდამდე, რომელიც ევროპაში მეტოქეებს შეაშინებს.

სარის და პირლოს თავკაცობის პერიოდში, გამარჯვებულის მენტალიტეტი ტურინიდან გაქრა. არის გაურკვევლობა და ბალანსის არ არსებობა", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, "ბებერ ქალბატონში" დაბრუნდა მასიმილიანო ალეგრი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა წარსულში მოიგო ზედიზედ ოთხი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის ფინალს ორჯერ მიაღწია.