ავტორიზაცია

ფერდინანდი: "დღევანდელ არსენალს ბრაიტონიც გაანადგურებს"

ფერდინანდი: "დღევანდელ არსენალს ბრაიტონიც გაანადგურებს"
თარიღი 06 სექ 2021, 16:33

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა მიმდინარე სეზონში "არსენალის" პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

"ფანების ადგილას, პირველ ათეულში ადგილით კმაყოფილი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ეს კლუბი სეზონს მე-9 ადგილზე დაასრულებს. ნება მომეცით ვნახო, რომელ პოზიციაზეა ახლა...20?!

"ბრაიტონი" ახლავე გაანადგურებს "არსენალს". "ბრაიტონი" თქვენთვის სერიოზულ პრობლემად იქცა".

"ეს არ არის ის ძველი არსენალი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა. დიახ, "ბრაიტონი" "არსენალს" გაანადგურებს, ჩემო ძვირფასებო!", - განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეები" პრემიერ ლიგის პირველ სამ ტურში დამარცხდნენ "ჩელსისთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ბრენტფორდთან". "კანონირების" ბურთების შეფარდება 0:9-ს შეადგენს.