"უფრო ფულზე მიწევდა ფიქრი", - ემი მარტინესმა აღიარა, რომ არსენალში გადასვლა არ უნდოდა
„ასტონ ვილას“ და არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა აღიარა, რომ 2010 წელს „არსენალში“ გადასვლა არ უნდოდა.
„არსენალის შემოთავაზება მივიღეთ და „ინდეპენდიენტეს“ მწვრთნელმა მითხრა, რომ მსგავსი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა.
ჩემი ოჯახი და აგენტებიც ასე ფიქრობდნენ. ასე რომ, „არსენალში“ გადასვლა უფრო მათ გამო გადავწყვიტე. მე არ მინდოდა ამ გუნდში გადასვლა და „ინდეპენდიენტეს“ დატოვებას ვნანობდი.
თუმცა, ჩემ ოჯახს ფული აკლდა და ამიტომ, უფრო ამაზე ვფიქრობდი, ვიდრე სპორტზე.“ - ციტირებს ემის სიტყვებს El Pais.
მარტინესი „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდშნ 2010 წელს გადავიდა, ძირითადი გუნდის ფეხბურთელი კი 2012-2020 წლებში იყო, თუმცა ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მაინც ვერ იქცა და „ასტონ ვილაში“ გადავიდა.