ავტორიზაცია

"ახლაც გვიკვირს ის ფაქტი, რომ სიტიმ გრილიშში 100 მილიონი გადაიხადა", - ასტონ ვილას მწვრთნელი

"ახლაც გვიკვირს ის ფაქტი, რომ სიტიმ გრილიშში 100 მილიონი გადაიხადა", - ასტონ ვილას მწვრთნელი
თარიღი 06 Sep 2021, 17:39

"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის განცხადებით, გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, რომ "მანჩესტერ სიტი" ბირმინგემელთა აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას დათანხმდა.

"არ ველოდით, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი 100 მილიონი ფუნტის გადახდას ვინმე დათანხმდებოდა, მაგრამ ასეთი კლუბი მოიძებნა", - აცხადებს სპეციალისტი.

"თუმცა, ორი გეგმა გვქონდა: იმ შემთხვევისთვის, თუ გრილიში წავიდოდა და იმ შემთხვევისთვის, თუ დარჩებოდა. ჯეკმა დაგვტოვა, ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ", - ციტირებს სმიტის სიტყვებს Football Daily.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" 25 წლის ინგლისელი 2021 წლის 5 აგვისტოს "ასტონ ვილადან" სწორედ 100 მილიონ ფუნტად იყიდა.