ავტორიზაცია

გვარდიოლა: "გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდაში პრობლემას ვერ ვხედავ"

გვარდიოლა: "გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდაში პრობლემას ვერ ვხედავ"
თარიღი 03 Sep 2021, 15:39

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ასტონ ვილადან" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"გრილიში შევიძინეთ, რადგან ფეხბურთელების გაყიდვით 60 მილიონი ფუნტი მივიღეთ, ასე რომ მასში 40 მილიონი დავხარჯეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერ გავაკეთებდით".

"ნებისმიერ კლუბში მფლობელი წყვეტს, თუ რა უნდა. ჩვენს მფლობელებს ამ სამყაროში ცხოვრება სურთ, ფეხბურთელების ყიდვა უნდათ. რაშია პრობლემა?", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" "ასტონ ვილას" გრილიშის სანაცვლოდ 2021 წლის 5 აგვისტოს 100 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ეს ტრანსფერი პრემიერ ლიგის ისტორიაში რჩებოდა ყველაზე ძვირადღირებულად, რომელუ ლუკაკუს ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებამდე.