ავტორიზაცია

დეშამი: "მბაპესგან მთელი საფრანგეთი უფრო მეტს ელოდა"

დეშამი: "მბაპესგან მთელი საფრანგეთი უფრო მეტს ელოდა"
თარიღი 06 სექ 2021, 17:51

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს თამაში შეაფასა.

"ტურნირს სწორი შემართებით შეხვდა. მაგრამ ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც მინდოდა. ზოგიერთი ამბობს, რომ მატჩის მიმდინარეობისას შესაცვლელია", - აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

"მბაპე არის ფეხბურთელი, რომელსაც ერთ მომენტში შეუძლია ყველაფრის შეცვლა", - ციტირებს დეშამის სიტყვებს L'Equipe.

ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ევროპის ჩემპიონატზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.