ავტორიზაცია

მბაპე, ჰოლანდი, ლაუტარო - მანჩესტერი მომავალი ზაფხულისთვის უკვე ახლა ემზადება

მბაპე, ჰოლანდი, ლაუტარო - მანჩესტერი მომავალი ზაფხულისთვის უკვე ახლა ემზადება
თარიღი 06 სექ 2021, 16:17

მადრიდის "რეალი" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ინტერესდება "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა თავდამსხმელით, კილიან მბაპეთი, წერს ESPN-ი. მსურველებს შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" არის.

"წითელი ეშმაკები" ფრანგი ფორვარდისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან არა ახლა, არამედ 2022 წლის ზაფხულში. "პსჟ"-ს შემტევის გარდა, "მანკუნიანელები" აგრეთვე ერლინგ ჰოლანდსა და ლაუტარო მარტინესსაც აკვირდებიან.

"მანჩესტერი" პარიზელთა ბომბარდირის სანაცვლოდ თანხას არ დაიშურებს, თუმცა ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

აქედან გამომდინარე, "იუნაიტედი" უდიდესი ალბათობით ნორვეგიელ და არგენტინელ შემსრულებლებზე გადაერთვება. შეგახსენებთ, მბაპემ "სამეფო კლუბში" გადასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა.