ავტორიზაცია

"ჩემი თავდაჯერებულობა მოკლა", - ცნობილი გახდა კუმანისა და პიანიჩის კონფლიქტის მიზეზები

"ჩემი თავდაჯერებულობა მოკლა", - ცნობილი გახდა კუმანისა და პიანიჩის კონფლიქტის მიზეზები
თარიღი 06 Sep 2021, 19:46

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი აითვალწუნა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჩათვალა, რომ ბოსნიელს თამაშში დინამიკა და აგრესია აკლდა.

კუმანი იმდენად მტკიცედ იყო დარწმუნებული საკუთარ პოზიციაში, რომ ფეხბურთელთან პირადად შეხვედრაზეც კი უარი განაცხადა.

"კუმანმა ჩემი თავდაჯერებულობა მოკლა, რადგან მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. ძალიან უცნაურია, არ ვიცნობ სხვა ისეთ მწვრთნელს, ვინც უბრალოდ სასტარტო შემადგენლობას ასახელებს. გუნდში ურთიერთობების დასამყარებლად სხვა გზები არსებობს", - თქვა პიანიჩმა.

მოგეხსენებათ, 31 წლის ნახევარმცველმა "ბარსელონა" დატოვა და იჯარით "ბეშიქთაშში" გადავიდა.

პიანიჩი "ბარსას" ღირსებას 2020 წლის სექტემბრიდან იცავდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.