აგუერო ბარსაში არაერთ დაბრკოლებას წააწყდა — ადაპტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს
"ბარსელონას" ახალწვეული, სერხიო აგუერო აცხადებს, რომ კატალონიურ გრანდში მისი ადაპტაცია შეუფერხებლად არ მიმდინარეობს.
როგორც აღინიშნება, ერთ-ერთი მიზეზი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, ლიონელ მესის წასვლაა, რომელიც ზაფხულში "პსჟ"-ს შეუერთდა.
ამის შესახებ აგუერომ Twitch-სესიის დროს სტრიმერ იბაი ლიანოსთან საუბრისას თქვა, იტყობინება Football Espana.
აგრეთვე, ფორვარდი ბარსელონაში არსებული საშინელი საცობებით გაკვირვებულია, განსაკუთრებით მანჩესტერთან შედარებით, სადაც აგუერომ 10 წელი გაატარა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ ამ მიზეზით იძულებული გახდა ტაქსის სერვისებით ესარგებლა.
შეგახსენებთ, ტრავმის გამო, "ბარსელონაში" აგუეროს დებიუტი ოქტომბრამდე ვერ შედგება. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" იგი "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.