ავტორიზაცია

"7 — ჯადოსნური ციფრი", - რონალდუმ მანჩესტერის მაისურით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

"7 — ჯადოსნური ციფრი", - რონალდუმ მანჩესტერის მაისურით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
თარიღი 06 სექ 2021, 21:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ "ეშმაკუნების" მაისურით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"7 — ჯადოსნური ციფრი", - წერს 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

"ემიუმ" რონალდუს დაბრუნება 31 აგვისტოს ოფიციალურად დაადასტურა, კრიშტიანუმ 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

მოგეხსენებათ, 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი "ეშმაკუნების" ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

თავის მხრივ, რონალდუს მოსვლამდე, მანიკუნიანელთა ყოფილი შვიდიანი ედინსონ კავანი გახლდათ, რომელიც 21 ნომრით ითამაშებს.