ავტორიზაცია

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ყველაზე დიდებული მეტოქე? - რონალდუმ ორი გვარი დაასახელა

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ყველაზე დიდებული მეტოქე? - რონალდუმ ორი გვარი დაასახელა
თარიღი 06 სექ 2021, 16:07

ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული ვახშამი და ჩაწერილი ინტერვიუ გაიხსენა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ რეპორტიორთან საუბარში დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე და ყველაზე დიდებული მეტოქე:

"ვინ არის ყველაზე დიდებული მოწინააღმდეგე ჩემს საფეხბურთო გზაზე? რა თქმა უნდა, მესი, თუმცა პირს შენ არასწორი კითხვა დამისვი. ახლა შეგიძლია მკითხო, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე.

ვუთხარი, რომ პასუხი უკვე ვიცოდი, რონალდუმ კი თვალი ჩამიკრა, რითაც დამეთანხმა, რომ ის სწორედ საკუთარ თავს გულისხმობდა", - განაცხადა ინგლისელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ტურინის "იუვენტუსის" ახლა უკვე ყოფილი ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა. ლეგენდარული 7-იანი "ეშმაკუნებში" 2003-2009 წლებში თამაშობდა.

"ბებერი ქალბატონი" ვეტერანი პირენეელი შემტევის სანაცვლოდ მიიღებს 15 მილიონ ევროს, დამატებით რვა მილიონს კი "მანკუნიანელები" ბონუსის სახით გადაიხდიან.